ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილისბრალდებას, რომლის თქმითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსულ ორგანიზაციასთან, ოკუპანტების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდა.
საიას იურისტის განმარტებით, დოლიძე ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, თუმცა ორგანიზაციები არა რუსული, არამედ ჰოლანდიური იყო და აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობდა.