ყველა იყო დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთი წამლის მიღებაზე უარს აცხადებდა.
„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვადა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.
ექთნის თქმით, პერიოდულად ხდებოდა, როცა მიხეილ სააკაშილი მედპერსონალს არ ემორჩილებოდა.
„ჩემთვის დიდი სტერსია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება დანიშნულების მიღებაში. ეს აზარალებს თვითონ თავის თავს, მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ. ყველამ ნახა ეს კადრები, ძალიან კარგად დაინახეს, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. პერიოდულად ხდება ასე“, – განაცხდა ნონა პანტიაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის ყოფილი ექთანი ამბობს, რომ გულის წასვლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად პაციენტისგან იღებდნენ.
„ძირითადად პაციენტისგან ვიღებდით ამ ინფორმაციას, რომ მე გული შემიწუხადა, მაგრამ რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია, ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, რომ მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.