კვირა, მაისი 11, 2025

რატი ბრეგაძე გიორგი ჩალაძეზე-საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ჭორაობაზე დაფუძნებული ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ შემოეტყუილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას პასუხობს.

როგორც ბრეგაძე წერს, მრავალი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების მიერ არ წყდება პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირება და  დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.

„გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე „მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი“ და თითქოს სამინისტროსგან მისთვის გაგზავნილი წერილიც კი მამხელდა სიცრუეში.

სინამდვილეში კი საქმის არსი შემდეგია:

გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ 13:00 საათის მდგომარეობით იუსტიიციის სამინისტროში არც უშუალოდ  მსჯავრდებულის და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყო შემოსული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება. “მტკიცებულებად” ხელთ ეპყრა ელექტრონული ფოსტის ამონაბეჭდი, რაც მხოლოდ მისივე სიცრუის დამადასტურებული საბუთი აღმოჩნდა. სწორედ ამ ქაღალდზე ნათლად ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქალბატონ თამარ ავალიანს 14:31-ზე დაუბრუნა პასუხი იმის თაობაზე, რომ ქალბატონი გიული ალასანიას განცხადება მიღებულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი ( იხილეთ ფოტო N 1). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ქალბატონი გიულის წერილი, ქალბატონი თამარ ავალიანის მეილის მეშვეობით, სამინისტროში შემოვიდა 13:14 წუთზე (იხილეთ ფოტო N 2).

შესაბამისად, ჩემი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო ბატონი არამკითხე მოამბისა კი – დადასტურებული ტყუილი.

ბატონი ტყუილის გამავრცელებელი ასევე ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვებას დავთანხმდით დემარშის შედეგად, რაც ასევე არის ტყუილი.

მსჯავრდებულ სააკაშვილს, საქართველოში მკურნალობაში ჩართვის მიზნით, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან შევთავაზეთ ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტში.

საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ასეთი, მხოლოდ ჭორაობაზე დაფუძნებული, ტყუილები შეგნებულად თქვა თუ, უბრალოდ, შემოეტყუილა.

დეზინფორმატორთა გილდიის ახალწვეულმა რაინდმა ასევე ბრძანა, რომ ფურცლებით ხმალაობა არ გვინდა და საქმეს მივხედოთო.  თვითაღიარებულ დ’არტანიანთან ნამდვილად არავინ აპირებს არც ხმალაობას და, მით უმეტეს, არც ომს. პირიქით, მოვუწოდებთ სიმშვიდისა და სიმართლისკენ.

აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით კი ვიტყვი, რომ პატიმრის ოჯახის წევრს უკვე გაეცა პასუხი და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია წარმოდგენილ განცხადებაში არსებული გამოსასწორებელი ხარვეზების შესახებ ინფორმირების მიზნით.

სხვა პირებს კი მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გავრცელების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – წერს რატი ბრეგაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იცით, შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? – მამა შალვას განმარტება

ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა ქართულ კულტურაში, რომელსაც თან სდევს მრავალი წესი, ტრადიცია და თქმულება. საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებულა გარკვეული პერიოდები, რომლებიც ხელსაყრელად ითვლებოდა ქორწილისთვის, და ასევე თვეები, რომლების დროსაც ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი თვეა მაისი. „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

ბოლო სიახლეები