საპატრულო პოლიციამ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა
რა მუხლით არის დაკავებული ნიკა მელია, ადმინისტრაციული წესით თუ სისხლის სამართლის კოდექსით, შსს-ს თანამშრომლებს მედიისთვის არ განუმარტავთ. რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ნიკა მელია გლდანის რაიონში დააკავეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ბაჩო დოლიძე
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატი ნაცემია. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.