პარასკევი, მაისი 9, 2025

“ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ ..რამდენიმე თვეა საავადმყოფოში წევს”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თათია ზუხბაია შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს.

“ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, მე და ჩემს გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი შეტყობინება მიგვიღია, ხან გვაქებდნენ ხან გვაკრიტიკებდნენ ხან გვთხოვდნენ და ხანაც მოგვთხოვდნენ..

სამწუხაროდ ძალიან ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან, ბევრი მათგანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები უკვე შევიტანეთ.. ბევრმა დაგვიჯერა, რომ ბევრი რამ ჩვენს ძალებს აღემატება, ბევრს ალბათ იმედიც გავუცრუეთ, ბევრი ბედნიერი გავხადეთ, ბევრთან ვერაფერს გავხდით…

როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება იქ ალბათ კითხვები ნაკლებად ჩნდება, თითქოს უმნიშვნელოა ,ადამიანის წარმომავლობა , სქესი და ისტორია ,რომლის მიღმაც ისინი დგანან!

მაგრამ ალბათ არის რაღაც რაც ყველა ადამიანში სხვა ემოციას აღძრავს.

ეს პატარა ბიჭი, ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირს რომ გვაგონებს, არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების რესპოდენტი.
ტელევიზიაში მამას მოყავდა, მამა მხოლოდ გვესალმებოდა , ნიკოლოზს სიმორცხვის დაძლევაში ეხმარებოდა,მერე მადლობას გვიხდიდა, ამბობდა რომ ნიკოლოზს საკუთარი თავის ტელევიზორში დანახვა განსაკუთრებულ ბედნიერებას ანიჭებდა ,მერე გვემშვიდობებოდა და პატარა ნიკოლოზთან ერთად მიდიოდა.

ახლახანს სრულიად შემთხვევით გავარკვიეთ, რომ ნიკოლოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თურმე მაშინაც გართულებული ჰქონდა როცა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო,მაშინ როცა ყველას გვიღიმოდა და გვეხუტებოდა.მამას შეეძლო ამ თემაზე გაგვსაუბრებოდა, მაგრამ არც ერთხელ მივუნიშნებივართ, საკუთარი რესურსებით ცდილობდა შვილის გადარჩენას..

აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, მერე ცუდი ექიმები, ჩაერივნენ, და მისი გახვრეტა მოახერხეს..
რამდენიმე თვეა ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს, მორიდებულ მამამის დილით ველაპარაკე, ბავშვის მდგომარეობა რომ მოვიკითხე მითხრა, დღეს გაწერენო, მივულოცე ე.ი ყველაფერი კარგად არის თქო, რამდენიმე წამიანი დუმილის მერე გამიმხილა , არა ექიმს სთხოვა სახლში გამიშვი ნაძვის ხის აწყობა მინდაო, გასაგები მიზეზების გამო ექიმმა უარი უთხრა, ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ ..
ნიკოლოზმა დღეს გაიმარჯვა, ექიმი დაიყოლია , რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა მანამ უნდა მოასწროს სანამ მისი ჰემოგლობინის დონე დაეცემა და ორგანიზმი ენერგიას დაკარგავს ..
იქნებ წვეულებაზე შარშანდელი კაბაც გამოგვადგეს? იქნებ ჩვენს ჯანმრთელ შვილებს , ძველი სათამაშოები გადმოვულაგოთ და ვუთხრათ, რომ თუ ახალზე უარს იტყვიან , ნიკოლოზის სიცოცხლეს გაახანგძლივებენ!

იქნებ ერთი თავით ნაკლები კერძი იყოს ჩვენს საახალწლო სუფრაზე?

იქნებ ნიკოლოზსაც ჰქონოდა ჯანმრთელი თირკმელი? იქნებ, ნიკოლოზიც დაბადებულიყო მდიდარ ოჯახში, მაგრამ რა ქნას ნიკოლოზმა თუ არ გაუმართლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მეორე?! იქნებ ჰქონდეს ნიკოლოზს ჩვენი იმედი?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! ერთი კაბის, ერთი კერძის, ერთი სათამაშოს სანაცვლოდ…

იქნებ ვიფიქროთ..
იქნებ ვიფიქროთ ამაზე!

ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი.”– წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ფეისბუქ კომენტარები

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები