კვირა, მაისი 11, 2025

ნიკა მელია – ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ სხვისი სიცოცხლის საფრთხე როდესაც არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია

ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხე არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არჩევნები პრაქტიკულად წარიმართა რა ხაზით – ვინ შევა და ვინ გამოიყვანს სააკაშვილს. აქ რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმი. ნამდვილად არ ვისურვებდი, იგივე ლევანის ადგილას ყოფნას. ერთის მხრივ, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი ტყვეობაში ამ არარეალისტური დაპირებების. მათ შორის, ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის. ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება, ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ, ეს გამოცდილება მიმიღია. საზოგადოებას გაუკიცხივარ, თუ არ გაუკიცხივარ, ფაქტია, ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ მაშინ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება რბილად რომ ვთქვათ, არაფერია გარდა პოპულიზმისა. იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში სწრაფად საკითხების გადაწყვეტის სურვილმა. სამწუხაროდ, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც მე არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიამ კაპიტულანტური უწოდა ლევან ხაბეიშვილის  განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ დათმობენ პარლამენტისა და საკრებულოს მანდატებს.

„ამ 48 საათშიც დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, რადგან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კაპიტულანტური პოზიცია. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე. ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვაც და ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც  გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ სიამაყით არ განუცხადებია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები