“მშობლიური ენა რომ არ იცით მადამ სალომე, აქედან იწყება ყველაფერი დანარჩენის უცოდინარობა”,- ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, სოციალურ ქსელ “ტვიტერში“.
გოგა ხაინდრავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
“ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დეოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც, რომ ინდივიდუალურად, რომელია”, – სალომე ზურაბიშვილი.
“მშობლიური ენა რომ არ იცით მადამ სალომე, აქედან იწყება ყველაფერი დანარჩენის უცოდინარობა”,- წერს ხაინდრავა.