პარასკევი, მაისი 9, 2025

მსახიობებს მურმან ჯინორიასა და ლეო ანთაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

“ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ეს ჯილ­დო. ორი წლის წინ რუს­თა­ვის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს და დღეს თბი­ლი­სის, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას “თბი­ლი­სო­ბას” – აღ­ნიშ­ნა ლეო ან­თა­ძემ.

“არ ვიცი რა ვთქვა, იმ­დე­ნად ვარ გა­ხა­რე­ბუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნე­ლია ჩემ­თვის. ბა­ტო­ნო კახი, დიდი მად­ლო­ბა. დიდი მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ­დე­ნი რამ გა­მა­კე­თე­ბი­ნა ამ 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, რომ გვერ­დში მიდ­გას, მად­ლო­ბა ჩემს ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს, თქვე­ნი გუ­ლის­თვის გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ღმერ­თმა შე­მაძ­ლე­ბი­ნა” – აღ­ნიშ­ნა მურ­მან ჯი­ნო­რი­ამ.

“რაც დრო გა­დის, მით უფრო ძვირ­ფა­სი ხდე­ბა დღე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ და საყ­ვა­რელ ქა­ლაქს, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­სა და სულს, ჩვენს დე­და­ქა­ლაქს, თბი­ლისს ეძღვნე­ბა. „თბი­ლი­სო­ბა“ ის ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი სით­ბო­თი და სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავს დი­დიც და პა­ტა­რაც, ამ დღეს ელო­დე­ბა ქა­ლა­ქის მკვიდ­რიც და სტუ­მა­რიც, ქარ­თვე­ლიც და უცხო­ე­ლიც, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი თბი­ლი­სი აქვს გულ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქიც ყვე­ლას გვეძ­ვირ­ფა­სე­ბა.

ჩვენს ქა­ლაქს, ერთი შე­ხედ­ვით, ამო­უც­ნო­ბი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა აქვს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს ჭა­ღა­რა, უძ­ვე­ლე­სი თბი­ლი­სი სა­ოც­რად ახალ­გაზ­რდუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა, სი­ცო­ცხლი­თა და სი­ხა­რუ­ლით, გრძნო­ბე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ქა­ლა­ქია. აქ 16 სა­უ­კუ­ნეა, ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ მო­დი­ან სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც უყ­ვართ და ეი­მე­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თად ოც­ნე­ბო­ბენ სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვალ­ზე და ერ­თად ცდი­ლო­ბენ, ეს ქა­ლა­ქი გა­ა­ფე­რა­დონ, სა­კუ­თა­რი ფერი შეს­ძი­ნონ და იქ, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნით მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიყო ამ ქა­ლა­ქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ძა­ლი­ან დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის. ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, თუ რას ნიშ­ნავს, იყო უძ­ვე­ლე­სი და ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქის მერი. ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს თან სდევს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაც, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის და­სა­ხე­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები