კვირა, მაისი 11, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა – როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა

ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა.

„რა თქმა უნდა, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა განსხვავებული შეხედულებებით საქართველოს მიმართ. მას, Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, წამოსცდა, „რეზოლუცია, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მომზადდა, აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები“. საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ჩვენ რაღაც კონსპირაციებს ვიგონებთ, თუმცა ჩვენი ნათქვამი თავისი სიტყვებით დაამტკიცა ამ ქალბატონმა.

ეს დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება. რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ასეთი ქმედება ყველასგან შეურაცხმყოფელია. თუ ის ქვეყნის გულშემატკივარია, არ უნდა ახსენოს მაიდანი და არ უნდა იყოს რევოლუციის მხარდამჭერი. ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე თვეებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი უნდა იყოს მუდამ საქმის კურსში და იცოდეს, რა ხდება საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ევროპარლამენტში, და ასევე უნდა იცნობდნენ იმ გეგმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვს „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი არ ხდება მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ – ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების, მაგალითად, ისრაელისა და თურქეთის განცხადებებიც მოვისმინეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოდიოდა, რაღაც კონსპირაციას ახსენებდა, თითქოს მეორე ფრონტის თემას ჩვენ თვითონ ვწევთ. მადამ პრეზიდენტს მინდა, შევახსენო, ერდოღანმა განაცხადა, რომ მან გადაარჩინა თურქეთი რუსეთთან ომში ჩართვისგან – სწორედ ეს ძალები ცდილობდნენ, რომ როგორმე თურქეთი ჩაერთოთ ომში.

ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დიდი ხანია, დავიწყეთ კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა და საზოგადოებისათვის იმის თქმა, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ჩვენ გარშემო. ეს აუცილებელია და არ უნდა გავჩერდეთ! – პირიქით, და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ვიოლა ფონ კრამონის მოტივაცია დღეს არ გამოკვეთილა, ჩვენ სხვადასხვა შეფასებებს ვუსმენთ. მაინტერესებს, როდის ჩაიხედავენ საკუთარ თავებში და როდის შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომელთაც თავის Facebook კედლებზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ 78 პარლამენტარისთვის მინიჭებული მოღალატის სტატუსი. სხვათა შორის, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები ხანდახან ხდებიან საკუთარი გადაწყვეტილების მონები, – ანუ როცა გაუთვითცნობიერებლად, დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებას, მერე კი იხტიბარს არ იტეხ და გინდა, როგორმე ეს შენი „სიმართლე“ ბოლომდე გაიტანო მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება. თუ შენი ქვეყნისთვის ზრუნავ, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ სიმართლე დაინახო და ამის აღიარება შეძლო მით უმეტეს, როცა დღეს რაღაცები გამოიკვეთა და სულ რაღაც რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ამ კანონის ინიცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები