საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დრამატული სიტუაცია შექმნან, რომ პატიმარი სასჯელისგან გათავისუფლდეს.
„საყურადღებოა ვალდებულებების შესრულება პატიმართან მიმართებაში და ა.შ. ეს გასაგებია. აქტიურია ამ თვალსაზრისით ხელისუფლება, შესაბამისი დაწესებულებები. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითარება არის საკმაოდ მარტივი, ცდილობენ, რომ შექმნან ხელოვნურად დრამატული სცენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რისი საშუალებითაც ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას, რომ გადაფარონ სამართლებრივი საჭიროება, აიცილონ სასჯელი და შესაბამისად, გათავისუფლდნენ“, – აცხადებს სარჯველაძე.