არ ვიცი, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ ეს არის საკვანძო საკითხი იმისთვის, რომ საქართველოში სწორი მიმართულებით განვითარდეს პროკურატურის რეფორმა – ეს ჩემთვის გასაგები არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გენპროკურორის არჩევის წესზე საუბრისას„ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაპირველად იყო საუბრები პროკურორის მაღალი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის, თუმცა მმართველმა პარტიამ იქვე გააკეთა განმარტება, რომ ეს წესი არ იქნებოდა რელევანტური მოცემულ პირობებში, რადგან შეიძლებოდა ამას ჩიხური მდგომარეობა შეექმნა.
„შემოთავაზებული იქნა ჩიხიდან გამოსავალის სახით ისეთი ნორმები, რომელიც ჩემი აზრით, არათუ ზრდის პოლიტიკურ მიუკერძოებლობისა და ნეიტრალიტეტის სტანდარტებს. არამედ მნიშვნელოვნად აკნინებს. მარტივად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც მაგალითად, ვერ მივაღწიეთ 90 ხმით მხარდაჭერილი კანდიდატის მოძიებას – მიიღება გადაწყვეტილება 1 წლის ვადით პროკურორის გამწესებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, როდესაც 1 წლით ინიშნება პროკურორი და ის თავიდან უნდა წარდგეს ისევ პოლიტიკურ ორგანოში ასარჩევად, ეს მის პოლიტიკურ მოუკერძოებლობაზე დადებითად იმოქმედეს თუ უარყოფთად? ეცდება თუ თუ არა, ასეთი პროკურორი პოლიტიკური უმრავლესობის მხარდაჭერა და მისი კეთილგანწყობა. არის თუ არა ეს კარგი დამოუკიდებლობისთვის? მე ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდი წესია, მიუხედავად იმისა, რომ ის 2026 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.