კვირა, მაისი 11, 2025

მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა… იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის დაწყება იმ უფსკრულის გადალახვისა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო დაცემის მომენტიდან.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვნების დასაბამი, დასაწყისი ჩვენი სულიერი გადარჩენისა. ამიტომ, ძმებო და დებო, დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც უნდა გამხდარიყო შემდეგ და გახდა ხიდი ღმერთსა და ადამიანებს შორის. დღეს არის დაწყება იმ უფსკრულის გადალახვისა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო დაცემის მომენტიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასევე უწოდებენ მაცხოვრის განკაცების კარიბჭეს.

აი, ასეთი ადამიანი დაიბადა დღეს. მისი შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა, იმიტომ რომ მისი სახით უფალმა მოგვმადლა ჩვენ, კაცობრიობას, ის, ვის წინაშეც მუხლს იდრეკს უამრავი ადამიანი, ვისდამი ლოცვაშიც დაღვრილა და იღვრება ცრემლის მდინარეები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს, გვისრულებს მათ და გვმფარველობს ჩვენ.

განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის დიდი სიხარული, რომ ჩვენ ვართ წილხვედრნი, წიხლვედრია ჩვენი სამშობლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და შეგახსენებთ მის მიერ წარმოთქმულ შესანიშნავ სიტყვებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთ სიტყვებს ამბობს თავის თავზე: „ადიდებს სული ჩემი უფალსა. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“.

აი, აქ ჩანს მთელი მისი სიცოცხლე, მისი ცხოვრება, რომ იგი ადიდებს ღმერთს, მისი სული ადიდებს ღმერთს სიყვარულისთვის, უფლის სიბრძნისთვის, შემოქმედებისთვის, მფარველობისთვის, განგებულებისთვის, ყველაფრისთვის ადიდებს, მიუხედავად იმ ტანჯვისა, განსაცდელისა და მწუხარებისა, რაც მან დაითმინა იესო ქრისტეს ჯვარცმის ჟამს.

„და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“ – სიხარულზეც საუბრობს ღვთისმშობლი. ეს მის განწყობაზე მეტყველებს, რომ მას მუდამ აქვს ეს სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც დედა ჩვენი, ხედავს ჩვენს უღირსებას, ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ნაკლულევანებებს და როგორც დედას, გული სტკივა, ეკუმშება დედობრივი გული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ინარჩუნებს და ჭვრეტს ამ უმაღლეს ზეციურ სიწმინდეს, იხარებს სული მისი უფლისა მიმართ მაცხოვარების გამო, მისი ძის გამო, იმის გამო, რომ იესო ქრისტემ ნებსით ჯვარცმა დაითმინა ჩვენი ცხონებისათვის.

აი, ეს არის ძალა ღვთისმშობლისა და ის გავლენა, რის გამოც აქვს ასეთი გავლენა ჩვენს სულებზე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, ყოველთვის ადიდებდეს მისი სული უფალს და იხარებდეს ღვთის წინაშე ადამიანი. ამ სიხარულში არ უნდა იყოს სევდა, მოწყინება და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება, მიტოვებულობისა და უბედურების შეგრძნება, იმიტომ რომ უფალს ყველა ძალიან ვუყვარვართ, უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენს მშობლებს; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუყვარვართ და ყველას გამო შუამდგომლობს ღვთის წინაშე.

ჩვენ ხშირად გვწყურია ეს სიხარული, გვწყურია ეს სიწმინდე, ღვთაებრივი სინათლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენივე ცოდვების, ჩვენივე უღირსების, ჩვენივე დაცემულობის გამო, ხელს ვუშლით მას, ვაბრკოლებთ, რომ ეს სიხარული და სინათლე, ღვთაებრივი ბრწყინვალება შემოვიდეს ჩვენში.

ამიტომ ამ დიდებულ დღეს მივმართოთ და ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, საქართველო; დაიფაროს ჩვენი ეკლესია განსაცდელებისგან, გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ყველამ ერთად მივულოცოთ მას დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრათ მისი ღვაწლისთვის. ჩვენი ოჯახები, ყოველი ჩვენგანი დაიფაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და შეგვეწიოს, რომ დავამარცხოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენშია, ჩვენ ირგვლივაა, -ცოდვა, უწმინდურება თუ უღირსება, – იმისათვის, რომ წმინდა გულებით, როგორც ბრძანებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ადიდებდეს სული ჩვენი უფალსა და ვიხარებდეთ ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა, ამინ!

დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი. ყველამ ერთად გამოვხატოთ სამძიმარი ნეკრესის ეპარქიისა და მისი სამღვდელოების მიმართ, მეუფე სერგის ახლობლების მიმართ.

ვევედროთ ყვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შეიწყალოს მის სული და აცხონოს იგი. იმედია, ასეც იქნება, იმიტომ რომ მეუფე სერგი ავლენდა სწორედ ამ თვისებებს. ვინც იცნობდა მას, დამიდასტურებს ამას, რომ იგი ატარებდა ამ სიხარულსა და ღვთის დიდებას მუდამ. ღმერთმა აცხონოს ჩვენი საყვარელი სულიერი ძმის სული.
ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი!“ – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები