პარასკევი, მაისი 9, 2025

მარიკა ბაკურაძე: გამომცემლობებმა – „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ სამსახურიდან გამათავისუფლეს – დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი

ამბავი ასეთია – დღეიდან გამომცემლობა “ინტელექტი” და “არტანუჯში” აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა, – ამის შესახებ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიმდინარე დღეების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვეულ რეჟიმში, ახალი წიგნების ტელე-გაშუქებას ვათანხმებდი სხვადასხვა გადაცემებთან და მოულოდნელად, ღამის 11-ის ნახევარზე, ვითსაფში მესიჯი მომწერეს, ჩვენი თანამშრომლობა მთავრდება, დიდი მადლობა, ნახვამდისო. 15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა.პასუხისმგებელი კომპანია და სწორი მენეჯმენტი რომ შეხვედრას, პატივისცემას, თანამშრომელთან უკმაყოფილების მიზეზებზე საუბარს და თუნდაც გაფრთხილებას ნიშნავს, ეს ხომ ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ შეხვედრას და საუბარს თვალის გასწორება სჭირდება. ეს კი ადვილი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებას იღებ.. ჩემი გათავისუფლების ძირითად მიზეზს ყველა ვხვდებით ალბათ. და არ ღირს ჩაღრმავება… რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ფეისბუქ სივრცეში არსებული გაუგონარი სიძულვილი ჯერ კიდევ ვირტუალური იყო, მაგრამ ჩემი გათავისუფლების ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, რომ რეალობაშიც გადასულა ეს ყველაფერი, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ქცევა? ადამიანების დევნა და სამსახურიდან გაშვება ხომ ამას მოწმობს? როგორც ლეგენდარული ბ-ნი ამირანი იტყოდა, რეპრესიებია. მოგვიწერია ხელი ბოლშევიზმზე და ეგ არის. ასე გასრულდა ჩემი 15 წლიანი ურთიერთობა გამომცემლობასთან. იმედია, ჩემს სახელს არ ამოჭრიან იმ წიგნებიდან, სადაც ჩემი მონაწილეობა იკითხება. ასევე, დავიტოვებ იმედს, რომ ყველა თანამედროვე ავტორი, მწერალი თუ პოეტი, ვისი წარმატების და პოპულარობის გზაზე მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, დაფიქრდება ამ ფაქტზე და სხვანაირად შეხედავს მოვლენებს. ასეთი ადამიანების სია კი საბედნიეროდ ბევრია. ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ტელევიზიის პროდიუსერს, ამდენწლიანი გაუჩერებელი, ერთგული მუშაობისთვის. საზ. მაუწყებელი, რუსთავი ორი, ფორმულა, ტვ პირველი, პიკის საათი, ევრონიუსი, იმედი და ა.შ. ძვირფასო ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ალალად და სამართლიანად ვმუშაობდით ერთმანეთთან. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა ხარისხით ვასრულებდი სამუშაოს, რომელიც შემაწყვეტინეს. მადლობა თქვენ. ამაზე მეტად ამ საკითხის გამწვავებას არ ვაპირებ. შემიძლია, მაგრამ მეტს აღარაფერს ვიზამ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი. მე კი არ მინდა ამ სირცხვილის მონაწილე ვიყო“, – წერს ბაკურაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები