თბილისის მერიის სლოგანის – „მშვიდობის ქალაქი“-ს კრიტიკას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
„ისინი რადგან მტრობენ მშვიდობას, მტრობენ ამ ქვეყანას და მშვიდობა არის საფუძველი განვითარების, კეთილდღეობის, ყველაფრის. მშვიდობის გარეშე ეს ყველაფერი ვერ იქნება. სხვა დანარჩენი რაზეც ვლაპარაკობთ, აი ამ გზაზე ვერ ვივლით, ამ მიმართულებით ვერ ვივლით თუ არ იქნა მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“- მესამე დღეა განხილვის საგანია. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს სიტყვა მშვიდობა აღიზიანებთ. უმრავლესობაში ამბობენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის მოკვაშირებსა და პარტნიორ პარტიებს მერიის არცერთი საახალწლო სლოგანი არ მოსწონდათ და სპეკულაციები სიახლე არ არის.