პარასკევი, მაისი 9, 2025

მამუკა მდინარაძე – არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ

ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი, ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ უნდა აგოს პასუხი თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ სჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ.

„რაც შეეხება იმას, რასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება, ვაწყენინო კიდეც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მაგალითად, ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი. ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ, თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე უნდა აგოს პასუხი. როგორც ვიცი, არც არავინ ერიდება ამას. წინა დღეებში მთელი კამპანია ააგეს, მაგალითად, ჩემს ერთ ფრაზასთან, დაჯერება-არდაჯერებასთან დაკავშირებით. თუ დაჯერებაზეა, მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ ვიღაცის ძალიან ცუდი შინაარსის საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენი კოლეგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა თუ სხვაგვარი ნებისმიერი დისკრიმინაციული მოქმედება, ეს არის აპრიორში უაპელაციო თემა. ამავე დროს, მე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, რაღაც ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს აპროტესტებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობას საერთოდ არ ეხებიან „პოსტივის“ ჟურნალისტის, თქვენი კოლეგის მიმართ. არ ეხებიან, არ აპროტესტებენ „იმედის“ ჟურნალისტის, ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, თუკი ურწმუნოება შეიძლება, რაღაც საკითხის მიმართ ადამიანში, პოლიტიკოსში, მათ შორის ჩემში გაჩნდეს, ეს ცალმხრივი, შერჩევითი მიდგომები არის ძალიან ცუდი რამ. ამავდროულად, ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უაპელაციო თემაა. ვინ გაბედავს საერთოდ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ, უბრალოდ რაღაცნაირად გაამართლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები