ნიკა გვარამიას პოსტი იყო აბსოლუტურად ამორალური, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მას გუნდი არ ჰყავს. კახა კალაძის გარშემო არის შეკრებილი ძალიან დიდი გუნდი და ის არის პარტიის გენერალური მდივანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„„ქართული ოცნება“ დღეს შეკრულია ისე, როგორც არასდროს, რასაც ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ოპონენტები და სწორედ ამიტომ არიან ასე გავეშებულები. მთელი ზაფხული, ვფიქრობდი, რომ მათ გამოეცალათ ყველაფერი და რა უნდა მოიგონონ ახალი და სამწუხაროდ, ამ დიდ უბედურებაზე, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაზე აგებენ რაღაც სიმულაციას. ყველამ კარგად იცის, რომ არავინ მოტყუვდება ამით და ამ ბავშვის ტრაგედიას პოლიტიკაში არავინ გადაიყვანს“, – განაცხადა ბითაძემ.