18 სექტემბერს ლენტეხის მერობის კანდიდატმა გია ონიანმა ძალიან საინტერესო
შეხვედრა გამართა ბალნეოლოგიურ კურორტ მუაშში, სადაც ახალგაზრდებს გააცანო
თავისი პროგრამა და ლენტეხის განვითარების სტრატეგიული გეგმა!
ბატონმა გიამ განაცხვადა:
ჩვენს ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელუ პირობების გაუმჯობესება
ადამიანური რესურსების ათვისება
ბუნებრუვი რესურსის ათვისება
მიგრაციის შემცირება
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ახალგაზრდებს მოსვლისთვის, აქტიური
ჩართულობისთვის და თავიანთი ხედვების გაზიარებისთვის.
მიხარია, რომ ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდები ჰყავს ჩვენს მუნიციპალიტეტს,
თითოეულ მათგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას. ჩემი მიზანია, მათ ჰქონდეთ იმის
საშუალება, რომ თავიანთი რესურსი მოახმარონ ჩვენს მხარეს, რაც იქნება საწინდარი
განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნებობის თუ სხვა
დარგების აღმავლობის, წინსვლისა და განვითარების!