კვირა, მაისი 11, 2025

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა

ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.

„ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით.

ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა ამაზე პრემიერ მინისტრი არაერთხელ საუბრობდა და ჩენ ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით, მათი მოზიდვით საქართველოში მოვახერხეთ რომ საქართველო მართლაც ვაქციოთ გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით. და აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ ვართ გახსნილი რმ ჩვენი პოლიტიკა მათ შორის ყალიბდებოდეს მათთან კონსულტაციის რეჟიმში და თითოეულმა ამ კომპანიამ, წინაზე საქართველოში ჩვენთან იყვნენ Ftx, Finance და აშ. გამოთქვეს სურვილი, რომ კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესშიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება გარღვევა, გვექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებას და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ.

ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია sales force-თან. ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რომელმაც ფაქტობრივად  ახლებური ციფრული  პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს, ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია, ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და მიმდინარეობს ჯიტას ფარგლებში ახლაც აიტის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება. ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ. საქართველოში, შეგახსენებთ, რომ უკვე მოქმედებს რამდენიმე ძალიან სახელოვანი კომპანია, მათ შორის ისეთი როგორიც არის „ვაიბერი“, ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება ჩვენ მეტ აიტი, ციფრული მომსახურების, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოზიდვას შევძლებთ საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი სიყვარული, პატრიოტული გრძნობები – მამა საბა

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა - მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს, სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. "შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ნუთუ ასეთი ძნელი დასამარხია ეს. ჩვენ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება ჩემი შვილების თაობაათქო, ზუსტად ის თაობაა, რომლებიც ამ უმაღლეს სასწავლებლებში აღიზარდნენ. უღმერთობაში გაიზარდნენ. შეგნებულად გამოცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, ის რაც ღირებულია და რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია ხალხო, სულიერი სიკვდილი, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. საცოდაობაა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ჩვენთან- ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს. შეიძლება მცირე ნაწილია ისინი, ვინც გულშემატკივრები არიან უღმერთობის, მაგრამ ხომ არიან. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი დასაკარგი არ გვყავს დასაკარგი, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვიდეოს შემდეგ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტის იარლიყი მომაწეროს, მაგრამ არ არის ასე ჩემო ძვირფასებო, ვინც მე მიცნობს, იმან კარგად იცის ეს.თუ კრიტიკაა საჭირო, ერთ-ერთი პირველი მე ვარ კრიტიკოსი - გინდ ხელისუფლება იყოს და გინდ ოპოზიცია, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. კი, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მეც ნამდვილად არ მომწონს ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მომწონს ძალადობა, ვაპროტესტებ, რომ ბავშვები დაიჭირა ხელისუფლებამ და უსამართლოდ ჰყავს დღეს დაკავებული, ეს ნამდვილად სერიოზული შეცდომაა ხელისუფლების და შეცდომაა ისიც, რომ მათ თავადვე არ დაგმეს ის ძალადობა, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, თავადვე არ დასაჯეს ის ადამიანები თავის დროზე, ამით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიეს. თუმცა, მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება იქით მხრიდან, ამას ვებრძვით ჩვენ, როცა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვებრძვით. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელის და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს ქართული შერჩენილი.ამისი უნდა გვეშინოდეს. თავისუფლება ჰქვია ამ სპექტაკლს, ხედავთ? თურმე ეს ყოფილა ამ და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის თავისუფლება, როდესაც ასე ღიად შეუძლიათ ღმერთს აგინონ, სცენიდან,"- განაცხადა მამა საბამ.

​”აღარანაირი ომი” – რომის ახალი პაპის მთავარი გზავნილი

"აღარანაირი ომი" - ეს ლეო მე-14-ის მთავარი გზავნილია. ვატიკანში შეკრებილ ადამიანებს ახალმა პაპმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.რობერტ ფრენსის პრევოსტის უფრო ახლოს დანახვას და მის სიტყვას მოუთმენლად ელოდნენ მოედანზე შეკრებილები.პონტიფიკოსმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში სამხედრო დაპირისპირებების დასრულებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე."პაპმა თავის პირველ სიტყვებში თქვა, რომ მსოფლიოში ომის დრო დასრულდა. ჩემთვის სწორედ ეს სიტყვები იყო ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი, ამიტომაც მგონია, რომ ის მთელ მსოფლიოს გააერთიანებს და მშვიდობის იმედს დაუბრუნებს", - აცხადებს ადგილობრივი.

მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში… – მეუფე შიოს ქადაგება

ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაშიც, ხალხშიც ხედავს ასეთ სულიერ სნეულებებს, რაც სამწუხაროა. მეუფე მიიჩნევს, რომ „უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა“.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო, მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში.აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით. სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? - უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე. მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები.საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს.„გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას. 

ბოლო სიახლეები