კვირა, მაისი 11, 2025

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

ელჩი კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელების მოსაზრებებს გამოეხმაურა და საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჯიმ ობრაიენმა ახსენა კანონის უზენაესობის ვალდებულების მნიშვნელობა, კანონის უზენაესობის აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ მიღწევების სათანადოდ დაფასება, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია, ასევე – უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენზურისგან თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა ისინი უფრო მტკიცე და ძლიერი გახდნენ, როგორც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიაა. ასევე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება და ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს.

ჩვენ ვნახავთ მიჰყვება თუ არა საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის პოლიტიკურ ნებას იმ რთული სამუშაოს შესასრულებლად და თუკი ეს ასეა, ის ნამდვილად იქნება ლიდერი რეგიონში და სამაგალითო წარმატების ისტორია რეგიონს მიღმაც“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, როგორც კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა თქვა, საქართველოში აქტიური დემოკრატია და დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

„აშშ-სა და საქართველოს საერთო ხედვა აქვთ რეგიონთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მის სტაბილურობას, კონფლიქტებისგან გათავისუფლებას, კეთილდღეობას, სადაც საქართველო განაგრძობს მის განვითარებას დემოკრატიული მმართველობისკენ. ამ ხედვას იზიარებს ევროკავშირიც“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხზე საუბრისას კელი დეგნანმა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„ვეთანხმები ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისს, რომ საქართველოს მდებარეობა არის ეკონომიკური ზრდისა და შესაძლებლობების, ასევე არასტაბილურობისა და საფრთხის წყარო. ვფიქრობ, ის კარგად ებმის ბატონი კარაპანოვის თვალსაზრისს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუკი ის უფრო გაფართოვდება და მოიცავს კულტურულ-ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებს, რომელთა დასაწყებადაც ჩვენ აქ ასე ბევრს ვმუშაობთ.

აქ ვიღაცამ აღნიშნა და „100%-ით ვეთანხმები ამ ეკონომიკური ზრდისთვის და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის საქართველოს ნამდვილად სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც იქნება გარანტი თანაბარი პირობებისთვის. რაც უფრო მეტი დრო გადის ჩემი აქ ყოფნიდან, უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ ეს არის ფუნდამენტური საქართველოსთვის, რათა გააანალიზოს მისი პოტენციალი, როგორც რეგიონალურმა ჰაბმა და რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალურმა სატრანზიტო ჰაბმა. ინვესტორები დარწმუნებული უნდა იყვნენ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რომ მათი კონტრაქტები აღსრულდება დროულად და სამართლიანად“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩი იზიარებს მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისეთი ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს.

„მე ასევე დავეთანხმები ელჩ გეგეშიძეს, რომ მნიშვნელოვანია პროგრესის ხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინიციატივების საშუალებით, რომლებიც აერთიანებს ხალხს. შესაძლოა, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და არსებობს პროცესი, რომელიც ამ დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ 100%-ით ვეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში დრო საქართველოს მხარეს არაა. არსებობს მთელი თაობის დაკარგვის საფრთხე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე დანარჩენ საქართველოში. დიალოგისთვის სტატუსნეიტრალური პლატფორმის მოძიება, იქნება ეს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ან რაიმე მისი მსგავსი, ეს არის ის ინიციატივები, რომელთა ძიებაც ვფიქრობ, საქართველომ უნდა დაიწყოს უფრო მეტი ყურადღებით. იქნებ, არსებობს ახალი შესაძლებლობები აფხაზეთში“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველო განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც ქვეყანამ ვალდებულების შესრულებით მიიღო.

„მხოლოდ 20 წელი გავიდა, თუმცა საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია და ფაქტი, რომ ის განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც საქართველომ ვალდებულების შესრულებით მიიღო.

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, – განაცხადა დეგნანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები