კვირა, მაისი 11, 2025

კახა კუჭავა: სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ როგორც სამაგალითო ქვეყანას

 

„ბოლო პერიოდში მრავალი ისეთი მოვლენა განვითარდა, რაც გვაძლევს ძალიან საინტერესო ანალიზის საშუალებას. საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ წერტილამდე, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ქვეყნებს შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ურთიერთობა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის მიზეზი არის ტყუილი. არ შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ, რომ ტყუილს აქვს ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუმცა მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე, რაც ძალიან სამწუხაროა“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება. „მაგრამ აქაც კი ბევრი შეცდომა მოსდით. კონგრესმენი მალინი არის კომპანია ,,ფრონტერას“ რეგისტრირებული ლობისტი. წერილში ძალიან მარტივი ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ. ოპოზიციამ არ მისცა ხმა საარჩევნო ცვლილებებს და ის რომ არ გასულიყო, ექნებოდათ სალაპარაკო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო ცვლილებების მიღება. დღეს იმაზე საუბარი, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა არარელევანტურია. პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო მდივანი აკეთებს კომპლიმენტს და აქებს პრემიერს იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელმაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. დარწმუნებული ვართ, არჩევნებს ჩავატარებთ იმ სტანდარტებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ვიამაყოთ მისი მსვლელობით, შედეგებით და პროცესით“, – აღნიშნა კახა კუჭავამ. მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. „საქართველო არის ის მაგალითი, რომელზეც სხვებს ეუბნებიან, რომ აი, ასე უნდა განახორციელო რეფორმები, ასე უნდა შეძლო დემოკრატიის გამყარება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე, და ეს არის წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მაღალი მოლოდინი საქართველოს მიმართ. „ამ მოლოდინზე ხაზგასმა, რომ იმედი აქვთ, საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი, რადგან სტრატეგიული პარტნიორი და სხვა პარტნიორები საქართველოს აღგვიქვამენ როგორც სამაგალითოს და აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ვიქნებით“, -აღნიშნა კახა კუჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები