პარასკევი, მაისი 9, 2025

ირაკლი ჩიქოვანი: როგორც ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ და გვაქვს მაღალი მაჩვენებელი, ზუსტად ასე გავაგრძელებთ პირობების შესრულებასაც

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა შედის ისეთ ფაზაში, რა დროსაც იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მოგვიწევს შეთანხმება ევროკავშირის ინსტიტუტებთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ეს არის განგრძობადი პროცესი. აქ არა მხოლოდ 9, არამედ 90 და 190 საკითხი იქნება, რომელიც ჩვენი ასოცირების დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული. როგორც ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ და გვაქვს მაღალი მაჩვენებელი, ზუსტად ასე გავაგრძელებთ ამ პირობების შესრულებასაც“, – ამბობს ჩიქოვანი.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები