კვირა, მაისი 11, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, დახმარება 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში კი, 30 000 ლარი იქნება

თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.

„ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ სამ წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, კომპენსაცია, დახმარება თუ იყო 7 000 ლარი, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, იქნება ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით. ეს ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მათ შორის პოლიციელებზე გავრცელდა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს.„რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს, შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას, დაუყოვნებლივ. მინიმუმ, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!” – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იცით, შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? – მამა შალვას განმარტება

ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა ქართულ კულტურაში, რომელსაც თან სდევს მრავალი წესი, ტრადიცია და თქმულება. საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებულა გარკვეული პერიოდები, რომლებიც ხელსაყრელად ითვლებოდა ქორწილისთვის, და ასევე თვეები, რომლების დროსაც ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი თვეა მაისი. „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები