შარშანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ცალსახად იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, მარტივად გავაკეთებდით პროგნოზს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
„მაგრამ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან გვიჭირს პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს, რომ გლობალური ომის პარტიის გავლენები ევროკავშირზე არის ძალიან სერიოზული და მარტივად შეუძლიათ გავლენის მოხდენა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, მათ შორის ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს.
ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა, შემდეგ დეკემბერში შეცვალონ გადაწყვეტილება, მაინც მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ძალიან რთული გასათვლელია, გამომდინარე იქიდან, რომ გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, – აღნიშნა კობახიძემ.