“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე 4 მოთხოვნა დააყენა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დღეს 15:00 საათზე დაანონსებული დაანონსებული აქცია არ დასრულდება.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, როგომელთა შეუსრულებლობის შემტხვევაში არავითარ შემთხვევასი არ დავტოვებთ პროტესტის ადგილს.
1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა.
2. უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შსს-მ მინისტრი, გიორგი გახარია.
3. დაისაჯოს 12 მაისის, შავი პარასკევის ძალადობრივი სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.
4. მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს. რათა ჩვენ ვაყენებთ ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხს”, – განაცხადა წიქარიშვილმა.