რომ ვთქვი, კარვები მივიტანოთ რუსთაველზე, იმ კარავს ატრიბუტიკა სჭირდება, ატყდა ღლიცინი ძალიან „სვეტსკად“, რომ ლეიბი არ შეიძლება. ხო ლეიბიც შეიძლება, იქ დარჩენაც შეიძლება სამშობლოსთვის, თუ შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი გართმევს ქვეყანას _ ამის შესახებ თამარ ჩარკვიანმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც ამბობ, რომ თურმე ხელისუფლება ქვეყანას აბარებს რუსეთს, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შიშის უფლება, როდესაც კობახიძის ასეთ განცხადებას მოვისმენთ, მე მაქვს განგაშის ზარი, მაგრა განგაშის ზარი გასეირნებით არ უნდა დასრულდეს. 160 ათასი კაცი რომ მოვა, კეთილი უნდა ინებო… რომ ვთქვი, კარვები მივიტანოთ რუსთაველზე, იმ კარავს ატრიბუტიკა სჭირდება, ატყდა ღლიცინი ძალიან „სვეტსკად“, რომ ლეიბი არ შეიძლება. ხო ლეიბიც შეიძლება, იქ დარჩენაც შეიძლება სამშობლოსთვის, თუ შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი გართმევს ქვეყანას და მოსალოდნელი უბედურება გაქვს. აბა რა, კარავი უნდა დასცე და არ უნდა გამოხვიდე იქიდან, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი” _ განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.