კვირა, მაისი 11, 2025

ზურაბ აბაშიძე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა, მათთან რაიონის განვითარების პერსპექტივები განიხილა და ამ მიმართულებით  დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.

შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოსწევრობის კანდიდატებმა – გიგა ახვლედიანმა, ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემ მიიღეს.

ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს გამორჩეული ახალი თაობა განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებს თვითრეალიზებისა და განვითარების საშუალება მიეცეთ.

“იმ ენერგიასა და შემართებას, რაც თქვენ გაქვთ, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება და ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდების შესაძლებლობები რაიონის განვითარების მთავარი საფუძველი გავხადოთ.

მაქსიმალურად მხარს დავუჭერ თითოეული თქვენგანის პიროვნულ განვითარებას და, თქვენი მხარდაჭერით, ვიზრუნებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებაზე. ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანიის მიღმა, მიგულეთ თქვენს გვერდით. მე პირადად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად შევეცდები ხელი შევუწყო თქვენი წამოწყებების,  ინიციატივებისა და მიზნების განხორციელებას.” – მიმართა ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობა ორიენტირებულია პროგრესზე, რაც აუცილებელია როგორც ქალაქის, ასევე, ქვეყნის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: რაიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა  და მათთვის დამატებითი სივრცეების მოწყობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები