მხატვარი და კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური სოციალურ ქსელში საქველმოქმედო შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
“გამარჯობა.. ძალიან მინდა დავეხმარო პატარა გაბრიელს.. ამიტომ ამ მიზნით დავხატავ 20 ადამიანს.. კარიკატურებს.. და თანხას გავუნაწილებ გაბრიელსა და ანიტას..
მიგზავნით პირადში ფოტოს.. და ნახატის წასაღებად მოდიხართ ზალიკოს ცენტრში..
ერთი ადამიანი 50ლ
აბა გელოდებით..” – წერს მხატვარი
პატარა გაბრიელისა და ანიტას დასახმარებლად უკვე რამოდენიმე დღეა საზოგადოება გაერთიანდა. სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებითა და აქციებით პატარებისთვის თანხის შეგროვებას რიგით ადამიანები სოციალური ქსელის დახმარებით ცდილობენ.