ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის, თურქეთს მადლობას უხდის, – წერს Anadolu უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.
„უკრაინა დათანხმდა თურქეთს – მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან თავისუფლდებიან, იქნებიან სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ, ომის დასრულებამდე. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას, ოჯახებმა ინახულონ. კიდევ ერთხელ, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის!“, – ამბობს ზელენსკი.