ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული ერთი პირის სახლის ამსახველი ფოტომასალა imedinews-ს დაკავებულის დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხრეკა ღამის 01:00 საათზე დაიწყო
დაკავებულის დედა ამ ეტაპზე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი 29 წლის შვილი სახლიდან აიყვანეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.
ქალბატონი ამბობს, რომ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთები და ანტიკვარული სურათები დაუზიანეს
ნარკორეალიზაციის ბრალდებით სამართალდამცველებმა 8 პირი გვიან ღამით კლუბებში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპრაციის დეტალებზე 12 საათზე ბრიფინგი ჩაინისნა.