კვირა, მაისი 11, 2025

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში მათი გადაწყვეტილების საფუძველზე. ქართველიშვილის თქმით, ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილება.

„როდესაც 2014 წლის აპრილში „ნაცების“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ უკრაინიდან ჩამოიყვანა კიევის „მაიდანის“ ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი, რომელმაც ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და მათ მედიას „სახელმწიფო გადატრიალების“ თემატიკაზე ტრენინგები ჩაუტარა. ეს იყო მისი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში.

2021 წლის 28 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილი უკვე ჩასმული იყო კონტრაბანდულად არაჟნით სავსე კონტეინერში, კიევი-თბილისის რეისით, საქართველოში ჩამოფრინდა ოცამდე უკრაინელი მამაკაცი, კიევის „მაიდანისა“ და დონბასში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე. ჩამოფრინდნენ თანხის გარეშე და ვერც თავისი დაბინავების მისამართი დაასახელეს. რა თქმა უნდა, ყველა დაადეპორტეს სამშობლოში. სამ დღეში კი ყველამ გაიგო, რომ რუსთაველზე იგეგმებოდა დიდი არეულობა.

როდესაც 2021 წლის ოქტომბრის მიწურულს საქართველოში არ შემოუშვეს საერთაშორისო დონის ორი თაღლითი და პროვოკატორი დმიტრი გორდონი და ყაზახეთის მიერ ძებნილი მარგულან სეისემბაევი, ესეც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული. დარწმუნებული ვარ, 2022 წლის აპრილის შემდეგ საქართველოში არც პიტერ აკერმანს შემოუშვებდნენ, თუმცა მან ეს შესაძლებლობა თავად აგვარიდა – 26 აპრილს გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფოს ბოლო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან ა.წ. მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, აშშ-ს მოქალაქე მარშალ ქომინსი, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპეცსამსახურებს და მათ ღირსეულ ხელმძღვანელ – გრიგოლ ლილუაშვილს!“- წერს დავით ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები