დემოკრატია მსოფლიოში არასოდეს არსებობდა. ეს იყო ჰეგემონი ქვეყნების შირმა, იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები განეხორციელებინათ. ახლა ეს ყველაფერი დაიმსხვრა და ვხედავთ, რომ ყველაფერი აწყობილია ფულზე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ამ 30 წლის განმავლობაში დაანახა მსოფლიოს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უნარი შევქმნათ არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ სუვერენული ქვეყანა. ვერცერთი ხელისუფლება, თუ არ აქვს ძლიერი მხარდაჭერა, ვერასოდეს განახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მას სურს. ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამას მოჰყვა საშინელი შტურმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ – განაცხადა ხაინდრავამ.