კვირა, მაისი 11, 2025

გიორგი ცაგარეიშვილი – ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არასრული 10 წლის მანძილზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებოდა ევროპას

„5 წელია საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მქონია. თუ გადავხედავთ ნაციონალურ მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების რიტორიკას, გახმოვანებულს მათი მხრიდან დღეს დარბაზში, მინდა გითხრათ, რომ არც არაფერი არ შეცვლილა.  ეს ადამიანები იქ არიან, სადაც მე ისინი დავტოვე 2016 წელს და სამწუხაროა, რომ ერთი ნაბიჯითაც ვერ განვითარდნენ. ისევ არიან ჩარჩენილი იმ ბოღმაში, შურში, ბოროტებაში სადაც იყვნენ, სადაც მიიყვანა ნაციონალური მოძრაობა და მასზე მიკედლებული უამრავი წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილმა. აბრალებენ ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაფერ იმას, რასაც თვითონ აკეთებდნენ ან რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული და ვერ დასცალდათ“, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივი შრომით, ცდილობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას.

„ადამიანები ამჟამინდელ ხელისუფლებას გვაბრალებენ, რომ ევროინტეგრაციას არ ვახორციელებთ იმ ტემპით რაც არის საჭირო ქვეყნის გადარჩენისთვის. ამას აძახებენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა არასრული 10 წლის მანძილზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებოდა ევროპას. გაგახსენებთ ვიზა ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასოცირების შეთანხმებას. უამრავ იმ სიკეთეს, რაც ჩვენ ამ ქვეყნისთვის მოვიტანეთ ჩვენი თავდაუზოგავი შრომით. არა პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით, არამედ მუხლჩაუხრელი მუშაობით. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებსაც დღე და რამე გასწორებული აქვთ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, თქვენგან განსხვავებით“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტში გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გულდასაწყვეტი იყო პრეზიდენტის მიერ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ სიბრტყეში მოხსენიება.

„მე მახსოვს სალომე ზურაბიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, ქოლგით ხელში როგორ იგერიებდა მანიაკებს, არაკაცებს და კაცის მკვლელებს გამოგზავნილს მერაბიშვილის და სააკაშვილის მიერ. მე მინდა მას ვუსურვო, იმ გადმოსახედიდან შეხედოს დღევანდელობას. შეხედოს დღევანდელ ოპონენტებს, ეს ადამიანები არ შეცვლილან. მათ სძინავთ და ფიქრობენ როგორმე დაამხონ ქვეყანა, როგორმე მოიპოვონ ძალაუფლება ყველა მანქანის და მექანიზმის გამოყენებით. ქალბატონო სალომე, მე მინდა თქვენ პირველ რიგში იყოთ ფხიზლად. დამწყდა გული როდესაც ამ მაღალი ტრიბუნიდან, თქვენ, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთ სიბრტყეში დააყენეთ. ეს არის გულდასაწყვეტი. ეს იყო ცუდი მოსასმენად და აღსაქმელად“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იცით, შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? – მამა შალვას განმარტება

ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა ქართულ კულტურაში, რომელსაც თან სდევს მრავალი წესი, ტრადიცია და თქმულება. საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებულა გარკვეული პერიოდები, რომლებიც ხელსაყრელად ითვლებოდა ქორწილისთვის, და ასევე თვეები, რომლების დროსაც ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი თვეა მაისი. „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

ბოლო სიახლეები