აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში ბათუმს ღირსეული წარმომადგენლები ეყოლება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„რესან კონცელიძე არის ღირსეული ბათუმელი, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ და ტიტე აროშიძეც არის ახალგაზრდა, უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც იქნება ძლიერი ხმა უმაღლეს საბჭოში. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, აჭარის და საქართველოს წინსვლისთვის. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.