მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ნოსტალგიით იყო დაავადებული და მას არ შეეძლო, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო. ამის შესახებ მან ტვ პირველთან საუბარში განაცხადა.
„მას არ შეეძლო არ ჩამოსულიყო, ის იყო ნოსტალგიით დაავადებული ადამიანი. ჩამოსვლის გადაწყვეტილება არ იყო ერთი დღის. ბოლო 2 წელი მას ვეღარ ვცნობდი, ადამიანი დაავადებული იყო. მე ჩავედი კიევში, ჩემი ძმაც ჩავიდა და ვაპირებდით დავლაპარაკებოდით, მაგრამ ისე გაქრა და აორთქლდა, რომ ჩვენი საუბარი საერთოდ არ შედგა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.