სამშაბათი, მაისი 13, 2025

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას

არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული პროცესები შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ისინი ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში ჩაატარეს. გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და რეალურად დღეს არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ როგორღაც ლევან ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ბარამიძე – მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატებს

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვება თუ პროტესტი არ დაეფუძნა სიმართლის თქმას და ასევე – ერთიანობას.„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, თუ, სულ მცირე, ორ მთავარ პირობას არ დააკმაყოფილებს ჩვენი პროტესტი და საზოგადოების ძალისხმევა არ დაეფუძნება უპირველ ყოვლისა სიმართლის თქმას – გაცნობიერებას იმისას, რა არის სიმართლე, რა შავი და რა არის თეთრი, რა არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რეალური პრობლემა და რა არის მეორეხარისხოვანი და მეორე ეს არის ჩვენი ერთიანობა – ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებს კრემლის პროპაგანდა, კრიმინალური სამყარო, შავი ფული და იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც უკანონოდ აქვს ჩაგდებული ხელში პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს და მისი სპეცდანიშნულების რაზმების და ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენების სახით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთმანეთს ვჭირდებით ის განსხვავებული ძალები, პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ადამიანები, წარსულთან მიმართებით სხვადასხვა შეფასების მქონე ადამიანები. მთავარია, იყოს საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უნდოდეს კეთილდღეობა, მშვიდობა ევროპული და ცივილიზებული განვითარება, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ ერთად არ ვიბრძოლებთ, ერთმანეთს არ დავაფასებთ და თუ ჩვენ ერთმანეთს არ ავიტანთ.ყველა უნდა ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ ერთიანობა და ის პოზიტივი რაც გვაქვს – ესაა საქართველოს სიყვარული, ინტერესებისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ – საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშაა გათელილი, ვხედავთ, რომ ქვეყანას მართავს პუტინის მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, ჩამოაშოროს მეგობრები და დატოვოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.მისი თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს რეჟიმის მოცილება, შემდეგ კი შესაძლებელია დავის გაგრძელება სხვადასხვა თემაზე.„ჩვენთვის მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ამ რეჟიმის მოცილება – როდესაც მშვიდობიანად ყველანი ამას მოვახერხებთ, მერე შეგვიძლია, ძალიან ბევრ რამეზე გავაგრძელოთ დავა და კამათი; ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს. არცერთი ჩვენგანისთვის არაფერია იმაზე მიუღებელი, ვიდრე ეს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ბარამიძემ.

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს დაზარალებული გიორგი ხოჭავა: მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი, 20 ადამიანი ფეხებით და ხელებით მცემდა, ამ ცემის დროს კოხტა კოდუამ ჩამიდო ნარკოტიკული...

„ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეგის ქარდავას მიერ მისი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, დაკავებამდე მეგის ქარდავამ საკუთარი სახლის წინ მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ხოჭავა მის გაჩერებულ მანქანასთან არ მივიდა.„მეგის ქარდავას ვიცნობდი და ერთ დღეს, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ახლაც მიყვარს და საბილიარდო იყო ჩემ სახლთან ახლოს, მოვდიოდი სახლში, დაახლოებით ჩემ ჭიშკართან ვიყავი მოსული, გააჩერა მეგის ქარდავამ, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი და გადმოვიდა, დამიძახა მოდი აქო, ჩემმა მანქანამ რომ გააჩერა რატომ არ მოხვედიო, რატომ არ მოიწიეო ჩვენკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა, კიდევ ოთხი თანამშრომელი ეჯდა და ჩემი სახლის წინ მცემეს, დამაგდეს და წავიდნენ. ეს შეხება მქონდა“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, თავდასხმა ვერაკრუსის შტატში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოხდა. მერობის კანდიდატის გარდა, მოკლულია კიდევ სამი ადამიანი.ქალაქ ტაქსისტეპეკის მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერეში მოქალაქეებს ხვდებოდა, როდესაც ცეცხლი გახსნეს. ვიდეოში ისმის დაახლოებით 20 გასროლა.პროკურატურის განცხადებით, მოკლულია სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის მერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი იყო. ასევე დაშავებულია სამი პირი. თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა. მისივე თქმით, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია,„ჩვენ ვახორციელებთ კოორდინირებას უსაფრთხოების მდივანთან ყველა სახის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ვერაკრუსის და დურანგოს შტატებში საარჩევნო პერიოდში იყოს საჭირო“, – განაცხადა პეზიდენტმა.მექსიკაში საარჩევნო პერიოდში თავდასხმები ხშირად ხდება. 2024 წლის მაისში გერეროს შტატში საარჩევნო ღონისძიების დროს მერობის კანდიდატი მოკლეს. რამდენიმე დღეში კი მიჩოაკანის შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს. ოქტომბერში თავდასხმას ემსხვერპლა გერეროს შტატის ქალაქ ჩილპანსინგოს მერი, რომელსაც თანამდებობა ერთი კვირის დაკავებული ჰქონდა.

გიორგი ხოჭავა – მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო

მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა  ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მასზე პატიმრობის პერიოდში.„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს. როგორც მედია წერს, ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა.ცნობისთვის, საუდის არაბეთში ვიზიტი დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.

ბოლო სიახლეები