მელიამ, ხაბეიშვილმა, ყველამ, დაპირისპირებულმა კლანებმა იციან, რომ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ჯერ კიდევ ჰყავს მიმდევრები და მიდის ბრძოლა იმაზე, ვინ მოიგებს მეტად ამ მიმდევრების გულს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრებიც კი კრიტიკულად არიან განწყობილი იმ ინიციატივებისა და განცხადებების მიმართ, რასაც ხაბეიშვილი და მელია აკეთებენ.
„ოჯახი ხედავს, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობის გადანაწილება მიმდინარეობს კლანებს შორის. მიმდინარეობს პარტიის გადანაწილების პროცესი, ეს არის სააკაშვილის ელექტორატი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება, ვინ წაიღებს ამ ელექტორატს. ეს არის შავი ფული, რომელიც თვითონ განაცხადეს და გავიგეთ ის, რასაც ვეჭვობდით, რომ შავი ფულით ფინანსდება პარტია. მიდის ტელევიზიების გადანაწილების პროცესი და თანამდებობების გადანაწილების პროცესი. ეს არის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაკარგა ლიდერობა. როგორც ის იქცევა საზღვარზე შემოსვლის დროს, ასე ლიდერები არ ბრუნდებიან ქვეყანაში და როგორც ის იქცევა პატიმრობაში, ასე არ იქცევიან ლიდერები. მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე სააკაშვილს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.