მე დავით გარეჯში 1996 წლიდან ვცხოვრობ და მომსწრე ვარ იმ ფაქტების, რომელიც დღემდე განვითარდა ჩვენთან მიმართებაში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.
„მე მომსწრე ვარ იმის, რომ საზღვარი გადიოდა ყარაიაზის ველზე. მსჯელობა იყო იმაზე, რომ საზღვარს უნდა გაევლო გარეჯის მთის ფერდის ძირიდან 600-დან 800 მეტრში და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რომ თხემზე ამოვიდა ეს საზღვარი და მონასტერი ჩიჩხიტური და უდაბნო მოექცევა აზერბაიჯანის მხარეს“ , – განაცხადა არქიმანდრიტმა.