ივერი მელაშვილმა გადასცა დიკლოსთან 42 კმ² ტერიტორია 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით, რომელიც მან გაწია პროცესიდან გარეჯთან მიმართებაში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.
„თუ დიკლოსთან ეს რუკა სწორი იყო ჩრდილოეთში და რუსეთს მისცა ამხელა ტერიტორია, რატომ იყო ეს რუკა არასწორი გარეჯთან მიმართებაში. რუკა, რომლითაც შენ ტერიტორია მიეცი რუსეთს, იგივე რუკა დაიწუნე გარეჯთან, რომელიც გეუბნება, რომ საზღვარი არის შენს სასიკეთოდ, ეს ხომ უკვე გაუგებარი ამბავია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.