სამშაბათი, მაისი 26, 2026

ჯუანშერ ბურჭულაძე: ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინება გვაქვს, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

თავდაცვის მინისტრი სამხედროების მიერ ავიაციის მასობრივი დატოვების შემთხვევებს უარყოფს და ამბობს, რომ სამხედროები ავიაციას არათუ ტოვებენ, არამედ უერთდებიან. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ავიაციას შემოუერთდნენ და დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. ჩვენ ჩავრთეთ ყველა ამ პროცესში და ამასაც ნუ დახატავთ ისე ახლა, რომ თითქოს გადინება გვაქვს. მაქსიმალურად ვზრუნავთ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და ეს პროცესიც შეუქცევადი და განგრძობითია.

ბოლო 16 წლის განმავლობაში ავიაციაში სამხედროები დაბრუნდნენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხოლო კითხვაზე – რით ხსნის მინისტრი ავიაციიდან სამხედროების წასვლის კონკრეტულ ფაქტებს და ხომ არ არის ეს ცუდი პირობების ბრალი, თუნდაც უხარისხო ფეხსაცმელი, მინისტრმა ასე უპასუხა:

სამხედრო მოსამსახურეს 2019 წლამდე არ ჰქონია არცერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ბათინკი, დღეს თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს აქვს 3 მაღალი ხარისხის ბათინკი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიკური და ყოვლისმომცველი განვითარება.უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემ მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.დარწმუნებული ვარ, რომ, ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.ამ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ირანის ელჩი საქართველოში-გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს…დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე

,,ხვალ საღამოს ირანის ისლამური რესპუბლიკა უმასპინძლებს ძვირფას ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურა და დამოუკიდებლობის ძლიერი სული, რომელმაც ყოველთვის შეძლო საკუთარი იდენტობისა და თავისუფლების დაცვა. ჩვენც ვიზიარებთ ქართველი ერის სიხარულს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნისას და ამ დღეს მივიჩნევთ შესაძლებლობად, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ორ ერს შორის არსებულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებს. ირანსა და საქართველოს, მეზობლობაზე მეტად, მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, კულტურა და ურთიერთობები აკავშირებთ. დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ეს დღე ჩვენია! თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები