ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სრულად ემსახურება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატოში“. ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი – საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება და უკვე სთავაზობს მაღალი დონის მზადყოფნაზე ორიენტირებულ საწვრთნელ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატოს სტანდარტების საწვრთნელ ცენტრად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდასურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები.#სურსათისუვნებლობა

ვიქტორ ორბანი – უნგრეთისთვის პატივია დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, მოუთმენლად ველოდები „მშვიდობის საბჭოს” პირველ სესიას

ცვლილებების დროა, მშვიდობის დასაცავად განკუთვნილმა ძველმა საერთაშორისო სტრუქტურებმა ძალა დაკარგეს, საჭიროა ახალი ინიციატივები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.ორბანმა აღნიშნა, რომ ხვალ, ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს” პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.„უნგრეთისთვის პატივია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, რომელიც რეალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად. ისტორიული მომენტი: მოუთმენლად ველოდები ხვალ „მშვიდობის საბჭოს” პირველ სესიას!”- წერს ორბანი სოციალურ ქსელში. 

ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე

ელისო კილაძე დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განაცხადა.მისი თქმით, ელისო კილაძე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. 

ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ნაწილი ტერიტორიული საკითხია, რაც ომის დასრულების მთავარი ბარიერს წარმოადგენს

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორია რჩება, ეს ომის დასრულების მთავარი ბარიერია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც უიტაკერმა აღნიშნა, ვაშინგტონი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხში.ელჩის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და ამავდროულად, მათ მხარდაჭერას მოსკოვი შეძლებს.„ეს არის ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჟენევაში პროდუქტიული მოლაპარაკებების მოლოდინია. თუმცა, ცხადია, ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რათა შეთანხმდნენ ამ ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა უიტაკერმა.

პერუს კონგრესმა პრეზიდენტი ხოსე ხერი თანამდებობიდან გადააყენა

ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო, პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი ხოსე ხერი თანამდებობიდან გადააყენა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 75-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო.პერუს კონსტიტუციის თანახმად, კონგრესმენები ახალ ლიდერს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.როგორც გამოცემა წერს, ხოსე ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა თანამდებობიდან გადააყენა.ხოსე ხერიმ პერუს პრეზიდენტის თანამდებობაზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ყოფილ პრეზიდენტს, დინა ბოლუარტეს ქვეყანაში ძალადობის ზრდის ფონზე იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ბოლო სიახლეები