ჯო ბაიდენი: უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს გრძელი გზა იქნება

ჯო ბაიდენი: უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს გრძელი გზა იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

ბაიდენმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა ახლა გარდამტეხი მომენტი უკრაინის ომში.

„ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, ძნელი სათქმელია. აშკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გრძელი გზა იქნება“, – თქვა ბაიდენმა.

Comments

კომენტარები