ორშაბათი, მარტი 16, 2026

ჯო ბაიდენი გაეროს რეფორმირებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერო-ს რეფორმირებას ითხოვს. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს უშიშროების საბჭოში მუდმივმოქმედი და არამუდმივმოქმედი წევრების რაოდენობის გაზრდას.

„მე მჯერა, რომ დადგა დრო, ეს ინსტიტუტი უფრო ინკლუზიური გახდეს, რათა უკეთესად უპასუხოს მსოფლიოში დღეს არსებულ საჭიროებებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის აშშ-მა თანმიმდევრულად უნდა შეასრულონ და დაიცვან გაერო-ს წესდება და თავი შეიკავონ ვეტოს გამოყენებისგან, იშვიათი და განსაკუთრებული სიტუაციების გარდა, რათა უზრუნველყონ, რომ საბჭო დარჩეს სანდო და ეფექტიანი. აშშ ასევე მხარს უჭერს საბჭოში როგორც არამუდმივი, ისე მუდმივმოქმედი წევრების რაოდენობის გაზრდას. ეს ეხება მუდმივ ადგილებს იმ წევრებისთვის, რომლებსაც დიდი ხანია, მხარს ვუჭერდით – მუდმივ ადგილებს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხუთი მუდმივმოქმედი და ათი არამუდმივი წევრისგან შედგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბორის პისტორიუსი – გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, თუმცა სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის

ეს ჩვენი ომი არ არის, – ასე უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტრორიუსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას ჰორმუზის სრუტის დასაცავად მისიის დაწყების შესახებ.პისტორიუსის თქმით, გერმანიის მთავარი პასუხისმგებლობა ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი და ატლანტიკის რეგიონია.„რას ელოდება დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ევროპული ფრეგატისგან, რასთან გამკლავებაც აშშ-ის ძლიერ საზღვაო ფლოტს მარტო არ შეუძლია? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვსვამ. გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ბერლინი მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვსურს დიპლომატიური გადაწყვეტილებები და სწრაფი დასასრული, მაგრამ რეგიონში მეტი სამხედრო გემის გაგზავნა სავარაუდოდ ამას არ შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

ირაკლი კობახიძე – ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება, თუ „საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ბოლო სიახლეები