ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ხავიერ კოლომინა: ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, კირბალთან ახლოს და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, – წერს ხავიერ კოლომინა.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ მან შუშაში, მეოთხე გლობალური მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.„2023 წელს ჩვენ, ჩვენი კანონიერი უფლების გამოყენებით, ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა აზერბაიჯანის დასასჯელად შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს“, – აღნიშნა ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ალიევის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არ ყოფილა და სინამდვილეში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, იქ ყოფნას რა აზრი აქვს?“ – განაცხადა ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, რის გამოც, მისი თქმით, ქვეყანა ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღარ აღიარებს.„უკვე ორი წელია, დისკრიმინაციას ვაწყდებით. ღიად ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ წევრობის შეჩერებას ან გაყინვას, არამედ ევროპის საბჭოდან სრულ გასვლასაც განიხილავს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.ალიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მას პირადად სთხოვა, ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა ეცადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროპის საბჭო აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს, ქვეყანა ორგანიზაციაში მუშაობას დაუბრუნდება. მისი შეფასებით, სწორედ ევროპის საბჭომ მიიღო „უსამართლო და არალეგიტიმური“ გადაწყვეტილება, ამიტომ შეცდომაც თავად უნდა გამოასწოროს.სიტყვის დასასრულს ალიევმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს, ამას პრაქტიკულად ვერავინ იგრძნობს, შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს.„აქ ბევრი არაფერი შეიცვლება. შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია. აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა და ჩვენ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენ 2001 წელს ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით შევუერთდით. მაშინ ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებითა და იმედით შევედით, რომ ის ჩვენი მთავარი საკითხის – ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნა ალიევმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო – ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში.„საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში:• გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;• მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;• ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;• გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;• დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;• განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;• გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.„ტავ ჯორჯია“ არის Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ვიწყებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.„დღეს ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც სრულად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება. თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს

ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე საქართველოს შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.კალასის თქმით, იყო დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეიძლება, ეს საუკეთესოდ გაკეთდეს, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, – განაცხადა კაია კალასმა.შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საბჭოს სხდომაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხის პარალელურად, დიპლომატები განიხილავენ „ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ“.

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.დღეს წასაკითხი ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი:ტროპარი მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.

ბოლო სიახლეები