შორენა ლაბაძის ერთი დღე აშრამში-კრიშნას თაყვანისმცემლები თბილისში
შორენა ლაბაძის ერთი დღე აშრამში- კრიშნას თაყვანისმცემლები თბილისში

ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება სასარგებლო არ არის და უნდობლობას იწვევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება სასარგებლო არ არის და უნდობლობას იწვევს.მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „უარყოფითი გზავნილია“.„ამიტომ არ მგონია, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყოს, ის უფრო უნდობლობის შექმნას უწყობს ხელს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ვაშინგტონთან დიალოგს განაგრძობს, რათა ფასების შესამცირებლად სასარგებლო ზომები გატარდეს.„ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით: დიზელის, ბენზინისა და გაზის ფასი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ფასებს ეფექტიანად ვერ დაწევს. ეს სწორი პასუხი არ არის“, – განმარტა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი კურსი უნდა განაგრძოს, რადგან საფრთხის ქვეშაა ევროპის უსაფრთხოება და საერთაშორისო პრინციპების დაცვა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ დასკვნებშია ნათქვამი.„ევროპული საბჭო ხელახლა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, და განსაკუთრებით ორმხრივი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდებით. კონკრეტულად, ის მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რომელსაც რუსეთს, სხვებთან ერთად, აწვდიან ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა", - ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.
დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია რომ ეს ილონ მასკი იყო – როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო
უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს.კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“ - Starshield-ის - უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია რომ ეს ილონი იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო,” - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისთვის და დრონების მართვისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან იყო გაცემული.
სოფიო ხორგუანი – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ – ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას...
პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე მიიყვანეს საქმე - „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომას ეხმაურება, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება.„კირცხალიას არ აღიარებენ უმრავლესობის ლიდერად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეეცდება დააშოშმინოს გუნდი. გუნდში რომ ერთგვაროვნება არ არის, ეს ეტყობა ყველაფერს. ვარაუდებს კი არ ვლაპარაკობ, ეს ეტყობა ყველაფერს, დაპირისპირება გარეთაა გამოსული. კიდევ რომელი 1-ელი ოქტომბერი გახსენდებათ, მოლოცვის გარეშე რომ დაგვტოვეს? პარტიას რომ ზარ-ზეიმით არ მოელოცა, დითირამბებით საკუთარი თავი არ შეემკო, ასეთი რამე გახსენდებათ? როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახსენდებათ? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“.ხორგუანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ დასავლეთის წინაშე.„ჩვენს გამო ხდება ეს ყველაფერი. შარშან შეიტანეს ეს სარჩელი, 28 თუ 29 ოქტომბერს, ჩვენ რომ შევედით პარლამენტში, იმ დღეს შეიტანეს. ერთი წლის განმავლობაში არავის არ გახსენებია, არცერთ „ოცნების“ მოლაპარაკე თავს არ გახსენებია. თუ ერთი წლის განმავლობაში ეს სარჩელი იქ არის, რატომ არავის გაახსენდა, რატომ არ გვაქვს შედეგი, „ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან ამ თემაზე საუბარი გახსოვთ? ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვამატეს და კი არ აითვალეს, ერთი წელი და ცხრა თვე, ახლა უცბად უნდა ჩავნიშნოთ სხდომებიო.შიგნით ამას გაყიდიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხე, ხოლო გარეთ ყველას ეუბნება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აი, საპარლამენტო პარტიას ვაუქმებ. თუ გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ეს ფეხების ბაკუნს ჰგავს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.აღინიშნება, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რომის პაპმა გამოთქვა „მისი ღრმა წუხილი ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე“ და რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, ოლეშკიში რუსული ბლოკადის პირობებში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.
