“ყველა მოცეკვავეს საძინებელში უზის სანთლით ხელში და იცის, ვის როგორი სქესობრივი ცხოვრება აქვს” _ ბაია პატარაია ნინო სუხიშვილზე

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ანსამბლ “სუხიშვილების” გენერალური დირექტორის, ნინო სუხიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართული ცეკვა კაცურია და იქ გეის ადგილი არ არის:

“ანსამბლის ყველა მოცაკვევეს საძინებელში უზის სანთლით ხელში და ზუსტად იცის, ვის როგორი სქესობრივი ცხოვრება აქვს. იცის _ რადიო 105 სერიიდან: ქართველი გეიები არ არსებობენ” _ დაწერა უფლებადამცველმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის მიერ გეი სიყვარულზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”, “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ფილმს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ამის შესახებ რეჟისორმა “The Guardian”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, რომ ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაებლოკათ და გააფრთხილა, რომ კინოსურათში მონაწილეობის შემთხვევაში მათ ცეკვის შესაძლებლობა აღარასდროს ექნებოდათ:

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!.

ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებსაც მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — განაცხადა ფილმის რეჟისრომა “The Guardian”- თან მიცემულ ინტერვიუში.

intermedia.ge

Comments

კომენტარები