ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული.
სხდომაზე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სხდომის პანელი ასევე დაეთმო KIU-ს სამეცნიერო-კვლევით და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის საკითხს, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.