ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების პირველი ეტაპი შეაჯამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული.

სხდომაზე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სხდომის პანელი ასევე დაეთმო KIU-ს სამეცნიერო-კვლევით და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის საკითხს, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მკაცრი პირობების დაცვით, ექიმის დახმარებით სიცოცხლის დასრულების უფლებას ითვალისწინებს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მკაცრი პირობების დაცვით, ექიმის დახმარებით სიცოცხლის დასრულების უფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.კანონპროექტს მხარი დაუჭირა 291-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი, 241 დეპუტატი წავიდა.კანონის ძალაში შესვლამდე, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ კანონპროექტის ცალკეულ დებულებებს შესამოწმებლად საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს გადასცემს. მისი საბოლოო ამოქმედება მხოლოდ საბჭოს დასკვნის შემდეგ გახდება შესაძლებელი.მედიის ცნობით, კანონი შეეხება სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე და განუკურნებელი დაავადება აქვთ და ისინი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იმყოფებიან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დაავადება აუცილებლად უნდა იწვევდეს მუდმივ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას ან არ უნდა ექვემდებარებოდეს მკურნალობას.ამასთან, პაციენტმა სიცოცხლის დასრულების სურვილი ექიმს საკუთარი ნებით უნდა განუცხადოს. ამის შემდეგ ექიმი, სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. ორდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტმა სასიკვდილო პრეპარატი თავად უნდა მიიღოს. ამას ფიზიკურად თუ ვერ შეძლებს, პრეპარატის შეყვანას ექიმი ან ექთანი უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება და მოთხოვნა კვლავ პაციენტისგან მომდინარეობს, რაც ამ პროცედურას ევთანაზიისგან განასხვავებს.როგორც „ბიბისი“ წერს, პროცედურის ჩატარების დღეს ექიმმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტი გადაწყვეტილების განხორციელებას კვლავ საკუთარი ნებით ეთანხმება.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო საბჭოს კანონის რამდენიმე ასპექტის შემოწმება სთხოვა, მათ შორის ორდღიანი მოსაფიქრებელი ვადის, რომელიც, ოპონენტების აზრით, პაციენტისთვის საკმარისი არ არის, ასევე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირების მიერ თანხმობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობის საკითხი.„ბიბისის“ ცნობით, საფრანგეთში სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების საკითხი წლების განმავლობაში მწვავე პოლიტიკური დებატების საგანი იყო. კანონპროექტს კათოლიკური ეკლესია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ამჟამად სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულება ან ევთანაზია ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ლეგალური, მათ შორის ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში განაცხადეს.„ევრონიუსის“ ცნობით, შეთანხმების მიზანი ევროკავშირის სამრეწველო ბაზისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებაა. ამასთან, შეთანხმება დრონების ერთობლივი წარმოების გაფართოებას ითვლისწინებს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამრეწველო შესაძლებლობების გაერთიანებას უკრაინის გამოცდილებასთან, რომელიც ქვეყანამ რუსული ძალების წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს დააგროვა.„ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ და ეს გახდება 20 მილიონი“, – განაცხადა ზელენსკიმ„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დრონების წარმოების შეთანხმების რეალიზაციისთვის დაფინანსება ევროკავშირის ორი წყაროდან გამოიყოფა: უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხიდან და დაახლოებით 10 მილიარდი ევროდან, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია SAFE-ის თავდაცვის პროგრამაში.ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინასთან ინდივიდუალური შეთანხმებები გააფორმა. დღეს კიევში დამტკიცებული შეთანხმება კი ამ პარტნიორობას უფრო ფართო მასშტაბს აძლევს და მას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის.„ევროპაში უკვე გვაქვს უზარმაზარი ტექნოლოგიური და სამრეწველო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს უსაფრთხო და დაცული საწარმოები, რომლებიც წარმოების გაფართოებაში დაგვეხმარება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც უკრაინამ რეალურ ბრძოლაში შეიძინა. ამიტომ ჩვენი მიზანია ძალების გაერთიანება. ერთად შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთობლივ წარმოებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი შეთანხმება ქმნის შესაძლებლობას, რომ დრონების წარმოება და შენახვა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდეს. ეს რუსეთის დარტყმებისგან მათ დასაცავად კეთდება.ამასთან, როგორც „ევრონიუსი“ წერს, მეორე ეტაპზე ევროკომისია გეგმავს უკრაინასთან შეთანხმების გაფართოებას ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების წარმოების მიმართულებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია

ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.პაპუაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულაიდ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ უდიდესი პატივი გვერგო, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. მიხარია, რიომ დღეს ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს და ერს გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „ უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან.“ანანიძე საზოგადოებას უსვამს რიტორიკულ კითხვას კიდევ თუ არის ვინმე ვისაც სჯერა, რომ ქართულ ოპოზიციასა და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევა არ სურდათ.„ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?“- წერს ანანიძე.

ბოლო სიახლეები