ქვეყანაში 5 კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულია

ჩვენს ცენტრში გვყავდა 23 პაციენტი, გაეწერა 10 და დაგვემატა 10 ახალი პაციენტი, – შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით 33 პაციენტში ერთი კრიტიკულად მძიმე და სამი მძიმე პაციენტია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით 5 კრიტიკულად მძიმე და 35 მძიმე პაციენტია.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები