ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

,,ქართული ოცნების” ლიდერები ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

მმართველი გუნდის ლიდერებმა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ დაათვალიერეს, რომელიც ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს და თაფლს აწარმოებს. სტუმრებს მონასტერში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა უმასპინძლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვაშინგტონი და თეირანი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული სამხედრო დარტყმების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ორშაბათიდან მოყოლებული, თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად არაერთხელ დაარღვია და სამოქალაქო ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. მათი თქმით, სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა გუშინ გვიან ღამით განხორციელებული დარტყმები. თავის მხრივ, ირანულმა მხარემ ტანკერებზე იერიშში პირდაპირი მონაწილეობა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ნებართვის გარეშე ისინი ირანის ტერიტორიულ წყლებში არცერთ ხომალდს არ გაატარებენ. ირანის საგარეო უწყებამ მკაცრად დაგმო ტრამპის მიერ ნავთობით ვაჭრობაზე ხელახლა დაწესებული სანქციებიც. ოფიციალურ თეირანში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ივნისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-10 მუხლი დაირღვა.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.მისი თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

პეტერ მადიარი – როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის

მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი – სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება.მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს.„როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის“, – განაცხადა მადიარმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც მხარეები მომავალში ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძალისა და ერთიანობის.„ჩვენი საერთო ინტერესია ერთიანი ნატო-ს არსებობა და ჩვენ მზად ვართ, უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირედ დავაბრუნოთ. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და ქვეყანა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა მადიარმა.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში.საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას.

ტრაგედია ბათუმში – 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ბათუმში, შავ ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. ნოდარ დარჩიძის ცხედარს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო.ნოდარ დარჩიძის ფოტოს და სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა... ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია. რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი ბოლო წამამდე სასწაულს ელოდა, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი დადგა. ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა მშობელს საკუთარი შვილის გაცილება უწევს. ეს ტკივილი სიტყვებით არ იზომება. ამ ტკივილს ვერაფერი გააქრობს და ვერაფერი შეამსუბუქებს. დღეს მთელი აჭარა გლოვობს ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ უამრავი ოცნებით ცხოვრობდა. დარჩა მხოლოდ ცრემლები, მოგონებები და აუხდენელი გეგმები. უფალმა ნათელში ამყოფოს ნოდარ დარჩიძის სული, ხოლო მის ოჯახს მისცეს ძალა, გაუძლოს ამ ენით აუწერელ ტკივილს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები