
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება.
ფრანგულ BFMTV-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეტევა განახორციელონ ორი მიმართულებით – ეს შეიძლება იყოს დონბასი, ან სამხრეთის მიმართულება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.
„ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარისკაცის მობილიზების შესახებ გამოაცხადა, თუმცა როდესაც საზღვრებზე ჯარს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ეს ბევრად მეტია. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად, რადგან ომში ყველაფერი ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა მან.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრამპი: მე ვარ ერთადერთი, ვისაც მესამე მსოფლიო ომის შეჩერება შეუძლია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისევ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინს არასდროს მისცემდა უფლებას თავს დასხმოდა უკრაინას. ტეხასის შტატში,...
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს. „გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს...
საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ მობილურებზე Candy Crush-ის, Netflix-ისა და TikTok-ის ჩამოტვირთვა აუკრძალეს
საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ მობილურებზე თამაშების, სოციალური მედიისა და ვიდეოსტრიმინგის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აეკრძალათ. Politico-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კიბერუსაფრთხოება და პირადი...
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
საფრანგეთის ქალაქებში, ნანტსა და ბორდოში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, ე.წ....
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება...
ემანუელ მაკრონი – დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონ იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ შემოწმების შემდეგ, წლის ბოლომდე განხორციელდება, – ამის...